Путешествия дают больше,чем что бы то ни было.
Иногда один день,проведенный в путешествии, длится дольше, чем десять лет жизни дома...

Говорят, что ни камень, то история. Так можно сказать о моем родном Тетрицкаро! Такое неимоверное количество исторических и архитектурных памятников на незначительной территории вряд ли встретите где-либо еще!
Каких только историко-архитектурных памятников нет на маленькой территории тетрицкаройского района! Интересуют менгиры? Пожалуйста!
Дольмены? И это есть! И циклопическая кладка есть и тетралиты есть!
А может что-нибудь из средневековья? Или Вас интересуют города-крепости, храмы, монастыри, или Вы хотите насладиться
природой, необычными ландшафтами, каньонами, горами, реками, озерами,
водопадами, омутами? Может, Вы просто хотите в лес? Вам какой -
глухой, дремучий, непроходимый или светлый, радостный, весь покрытый
цикламенами?
А может Вам хочется в поле - белое-белое, покрытое ромашками, а может - красное с маками, или синее с колокольчиками? Вы просто хотите подышать воздухом? Каким? Липовым, или каштановым, может, насыщенным сосновым, или свежим горным, или кислородным лесным, морозным снежным или весенне-нежным?

Я знаю: Вам надо все это вместе и сейчас!

Тогда нам по пути!

დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება და ამ ქვეყნის, აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, მდებარეობს ქალაქი, რომელსაც თეთრიწყარო ჰქვია. ეს არის ჩვენი ქალაქი და იგი ცნობილია არა მარტო იმით, რომ აქ მოედინება თეთრი წყარო და აქ არის მაღალი ცისფერი ცა და კრისტალურად გამჭვირვალე ჰაერი...
ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე (114კვ.კმ) მდებარეობს 400–დე ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლი.
საქართველოს და მისი ისტორიის უკეთ გასაცნობად, ულამაზესი ბუნების, მრავალსაუკუნოვანი ძეგლების სანახავად და დასასვენებლად გეპატიჟებით
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გეპატიჟებით ჩვენთან ერთად ლაშქრობაზე, ციხე–სიმაგრების, ულამაზესი ბუნების, მრავალსაუკუნოვანი ძეგლების მოსანახულებლად!
უხსოვარი დროიდან ადამიანს რაღაც ძალა ეძახდა შორეული მოგზაურობისკენ, ლაშქრობისკენ... აი ახლაც თუ თქვენ გინდათ, რომ იმოგზაუროთ 10 საუკუნით უკან, წარსულში, იმოგზაუროთ საქართველოს ისტორიაში, დატკბეთ, უმშვენიერესი გარემოთი - მაშინ თქვენ უნდა ესტუმროთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს,რომელიც მდებარეობს 30კმ-ში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, ქვემო ქართლში.

ადათ – წესები ჩვენი მხარესა

ადათ – წესები ჩვენი მხარესა


დიდგორობა

ყველაზე მასშტაბური ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში!

დიდგორის ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დიდგორის ველზე

12 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან იწყება, რომლის მთავარი ნაწილი

თეატრალიზებული წარმოდგენაა.

დიდგორის ველზე დიდგორის ბრძოლის ამსახველ სცენებს მსახიობები

აცოცხლებენ. ინსცენირებას ყოველთვის საქართველოს დამსახურებული

რეჟისორი აკეთებს. დილიდან დიდგორის ველზე ქვემო ქართლის

მუნიციპალიტეტების პავილიონები იხსნება, სადაც ხალხური რეწვისა და

ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა.

თითოეული მუნიციპალიტეტის პავილიონთან ხალხური სიმღერისა და ცეკვის

ანსამბლების გამოსვლა ეწყობა. აქვე იმართება ტრადიციული დოღი, ტურნირი

ჭიდაობასა და მკლავჭიდში. თეატრალიზებული წარმოდგენის შემდეგ,

ქართული შოუბიზნესის ვარსკლავების მონაწილეობით კონცერტი ტარდება.

დიდგორობაზე ჩასულ სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების

საშუალებაც ეძლევათ.

დიდგორობის ორგანიზატორი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. დიდგორობის დღესასწაულს ცენტრალური

და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს

სხვადასხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან სტუმრებიც ყოველთვის

ესწრებიან.

 ლამპრობა


ჩვენთან მუნიციპალიტეტში არის რამდენიმე სოფელი სადაც ცხოვრობენ ეკო –

ემიგრანტები სვანეთიდან. თეთრიწყაროელების მრავალფეროვან ტრადიციებს, ადათ

–წესებს მოემატა კიდე ერთი, საკმაოთ საინტერესო ნაკადი – სვანური ადათ – წესები!

ერთ ერთი ეგეთი წესი ლამპრობაა.

ლამპრობა (ლიმპჲარ), ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში.

უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. “ლამპრობის”

ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით,

“ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული

ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა

შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი

იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.

არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის

ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ.

ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაული იყო. მისი ჩატარების დრო ახალ

მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.

 სვანები წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან

გაკეთებულ "ლამპრებს" ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის

სულადობით განისაზღვრებოდა.

 აი როგორ ტარდებოდა ,,ლამპრობის’’ დღესასწაული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის

სოფელ წინწყაროში. მოდით ჩვენც კოდორიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად

აღნიშნოთ ეს დღესასწაული.

 ერთ-ერთი ოჯახი, საიდანაც ანთებული ლამპრები გაიტანეს, მურად გურჩიანის ოჯახია.

გამთენიისას, როცა მზე ჯერ არარის ამოსული, ყველას ოჯახებში, ტრადიციისამებრ

ლამპარი აინთო და მელამპრეები ( მხოლოდ მამაკაცები)იქვე ახლოს, დათქმული

ადგილისკენ დაიძრნენ. ლამპრობის რიტუალს ჩოხებში გამოწყობილ მომღერალთა

გუნდი მიჰყვებოდა, რომელიც სვანურ სიმღერებს ასრულებდა. დღესასწაულში

წინწყაროში ჩასახლებული კოდორიდან დევნილი 60-მდე ოჯახის წარმომადგენელი

მონაწილეობდა.

"ლამპრობა" უძველესი სვანური დღესასწაულია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს

ეძღვნება.

 ძალიან ლამაზი სანახაობა არის – თოვლიან ცივ თებერვალში, გამთენიისას,

როცა ცა დაბნელებულია, და ირგლივ არაფერი არ ჩანს – აქეთ იქით ჩნდებიან

მამაკაცის სილუეტები ანთებულ ლამპრებით. სრულ სიწყნარეში მიდიან მამაკაცები

აღმოსავლეთისკენ წმინდა ადგილას. გუნდი მღერის რიტუალურ სიმღერებს. ამ დროს

ამოდიოდა მზე – ყველაფერი ნათთებოდა, და იწყებოდა ახალი დღე!



Комментариев нет:

Отправить комментарий